четверг, 21 ноября 2013 г.

ბავშვების ნამუშევრები

ტექსტი არ არის რედაქტირებული! ის ბავშვების მიერაა დაწერილი და აკრეფილი და უხვად შეხვდებით როგორც გრამტიკულ, ასევე მქანიკურ შეცდომებს....

საბა ლაზარაშვილი
მუსიკა ყველა ადამიანზე ახდენს შთაბეჭდილებას. იგი ცხოველებზეც კი მოქმედებს. მე ვუსმენ სხვადასხვა სახის მუსიკას. პატარა თოთო ბავშვს სხვადასხვა მუსიკაზე სხვადასხვა რეაქცია აქვს. მაგალითად როკის მოსმენისას იგი ღიზიანდება და ტირილს იწყებს,  ხოლო წყნარ მუსიკაზე მას ძილი ერევა. მუსიკა ყველა ადამიანს უყვარს. ზოგი როკს უსმენს, ზოგი რეპს, ზოგი ჯაზს და ა.შ. მე ძალიან მიყვარს მუსიკა და მინდა, მომღერალი გამოვიდე. იმედია, ამ ოცნებას ოდესმე ავისრულებ და მომღერალი გავხდები.


ნუცა კვერნაძე
ბგერების აღქმა მოხდა უძვლესი დროიდან. ოდითგანვე გაჩნდა მუსიკა და დროთა განმავლობაში ძალიან განვითარდა. ახლა არსებობს სხვადასხვა მუსიკალური საკრავები როგორიცაა: გიტარა, ვიოლინო, კონტრაბასი, ვიოელინჩეო, საყვირი და სხვა. მუსიკა ასევე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზეც კი. .მცენარეები მუსიკის ხმაზე თავისებურად მღერიან და იღიმიან, ცხოველებზე ის დადებითად აისახება. რამდენადაც დაუჯერებელი იყოს. ის ეხმარება ცხოველების განვითთარებაში. მათ ასვე რიტმის გრძნობა გააჩნია. ხოლო ადამიანს მუსიკა აწყნარებს, ჰარმონიას ჰგვრის და მათ სახეზე ბედნიერი ღიმილი ჩნდება. ხანდახან მუსიკა ცხოვრებისეულია და ხშირად გვეხმარება ცხოვრებაში. მუცლადმყოფ პატარა ბავშვს ხშირად ასმენინებენ კლასიკურ მუსიკას. მაგალითად ჩემზე მუსიკა კარგად აისახება ის ძალიან მაწყნარებს და მამშვიდებს.


თიკა კურტანიძე
ყველაფერს თავისი ერადობა აქვს, ყოველ მუსიკას რიტმი აქვს. მუსიკა ოდითგანვე შემოვიდა და ნელა-ნელა განვითარდა, გამოიგონეს სხვადასხვა ჯგუფის საკრავები:სიმებიანი, დასარტყამი, ჩასაბერი და კლავიშებიანი , მუსიკა გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მაგალითად მცენარეზე პირველად ექსპერიმენტი ერთ-ერთმა მეცნიერმა ჩაატარა: მზესთან ახლოს დადო მცენარე მუსიკა ჩაურთო და დატოვა რამოდენიმე ხნის შემდეგ მეცნიერი დაბრუნდა და ნახა, რომ მკვდარი მცენარე გაცოცხლებულიყო. მუსიკა არა მხოლოდ მცენარეებზე და ცხოველებზე, არამედ ადამიანზეც ახდენს გავლენას, მაგალითად, მე ხშირად ვუსმენ მუსიკას, მაგრამ განსხვავებუ, უფრო ხშირა - ჩქარს, რიტმულს, მხიარულს. ყველა მუსიკას თავისი ხასითი აქვს და ამიტომაც სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანზე. ვთქვათ ენ ვზივართ სკამზე და ვუსმნთ საცეკვაო მუსიკას, მაშინ ჩვენ გული აგვიჩქარდება და ცეკვა გვინდება. ასევე, როცა ჩვენ საყვარელ (ფავორიტ) ელოდიას ვუსმენთ, ჩვენს წარმოსახვით სამყაროში გადავეშვებით და არაფერი ღა გვემის. ყველა ადამიანს აქვს თავისი გემოვნება. არსებობს სხვადა-სხვანაირი მუსიკ: Jazz, Hip-HOP, Pop- და სხვა. გამსხვავებული გემოვნებისა და ხასიათის ადამიანებს განსხვავებული მუსიკა იზიდავთ. თანამედროვე ეპოქაში ადამიანს უფრო გაუმარტივდა მუსიკის მოსმენა - ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია მოვუსმინოთ მუსიკას, ხოლო ძველ დროში მხოლოდ ცოცხალი შესრულებით გადმოიცემოდა.
ყოველივე ზემოთთქულიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ აზრი, რომ მუსიკას კარგი გავლენა აქვს ადამიანზე, იგი განწყობილებას უმაღლებს, სიამოვნებას ანიჭებს მას, თითქოს ქმნის ჰარმონიას.

გიორგი კაპანაძე
რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე თითქმის ყველა კუთხეშიარის სიმღერა შრომისათვის. სიმღერა ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. ასევე არის კიდევ ბევრი სიმგერები . მაგ:ომის სიმგერები, სამგლოვარო სიმგერები, ავადმყოფის სიმგერები, და .. ამბობენ რომ სიმგერა მცენარეებზეც ახდენს გავლენას სიმგერის მელოდიაზე ისინი უკეთესად იზრდებიან. ადამიანი სიმგერის დროს უკეთესად და ხალისიანად შრომობს. არის სიმგერები რომლებიც ხალხს ამშვიდებს პოზიტიურ ხასიათზე აყენებს,ასევე არის სიმგერები რომლებიც ხალხს ნეგატიურ ხასიათზე აყენებს. მუსიკა ყველა ცოცხალ ორგბანიზმზე მოქმედებს. მე პირადად როცა ცუდ ხასიათზე ვარ სიმღერა მამხიარულებს მე ძალიან მომწონს მუსიკა მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. მუსიკა ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა კიდევ პირველ ყოფილი ადამიანების დროს.თავისი გამოძახილებით სიმღერებს მღეროდნენ. მსოფლიოში მილიონობით საკრავია მაგ:ფლეიტა,არფა,პიანინო, სალამური,გიტარა,ვიოლინო და ..

ანა ქარცივაძე
რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე? მუსიკა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანების ემოციური მდგომარეობა და აქტიურად იმოქმედოს ფსიქიკაზე. მუსიკა ჩემზე გავლენას ახდენს მაგალითად მაშინ როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ როდესაც მოვუსმენ კარგ და მხიარულ მუსიკას კარგ ხასიათზე ვდგები.



ანა სურგულაძე
მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში მუსიკა ხელოვნების ერთერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი დარგია.მას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.მუსიკა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ნოტები არ არის.ეს აღმაფრერნაა სხვა განზომილებაში მოგზაურობა.ადამიანი მუსიკაში აქსოვს თავის გრძნობებს,განცდებს,ემოციებს. ადამიანებს სწამთ რომ მუსიკის ნიჭი რჩეულთა ხვედრია.მუსიკა ალბათ ადამიანთან ერთად დაიბადა. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ვკითხულობთ,რომ სინათლისა და სილამაზის ღმერთი აპოლონი უკრავდა კითარაზე,ორფეოსი კი ქნარზე. ადამიანი მუსიკისთვის უძველესი დროიდანქმნიდნენ საკრავებს,მაგ. შუმერებმა,რომლებიც 7000ის წინ არსებობდნენ გამოიგონეს საკრავები:არფა,სალამური,ფლეიტა,ჰობოი,დაირა,დიდი დოლები. არქეოლოგების მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ხისა და ოქროს ხარისთავიანი არფა. არფის თანხლებით სრულდებოდა შუმერული ჰიმნები და საგალობლები. დროთა განმავლობაში მუსიკაში გაჩნდა სხვადასხვა მიმდინარეობები:კლასიკური,როკი,ჯაზი,პოპი და .. კლასიკური მუსიკის გამოჩენილი კომპოზიტორები იყვნენ:ჰაიდნი,მოცარტი,ბეთჰოვენი. ქართული მუსიკა მისი მრავალხმიანობა კი მსოფლიოში აღტაცების საგანია.ქართული მუსიკა არის მრავალმხრივი:საგმირო,ნადური,საგალობელი და .. ვენის კლასიკური სკოლის უკანასკნელი წარმომადგენელი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ამბობდა ,,მუსიკა ადამიანის სულში ცეცხლს უნდა ანთებდესო."ასეც არის ნამდვილი მუსიკა ადამიანის სულში,მის გულში და გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. მე როდესაც გაკვეთილებს ვამზადებ ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, ასე უფრო ვმშვიდდები და ენერგიაც მემეტება.

მარიამ შეყლაშვილი
მუსიკა ადამიანზე დიდ გავლენას ახლენს.მუსიკას ადამიანი ბავშობიდან ეჩვევა დედები ბავშვებს ჯერ იავნანას უმღერიან დროთა განმავლობაში ისინი იზრდებიან და თავისი გემოვნება უყალიბდებათ მაგალითად მე ვუსმენ ჩქარ მუსიკებს ხანდახან ნელიც შეიძლება. მე როცა ვარ ცუდ ხასიათზე და მომესმება ნელი მუსიკა კარგ ხასიათზე ვდგები ბავშვებს თუ მოასმენინებ ნელ სიმღერას ისინი იძინებენ ხოლო თუ ჩქარს ტირილს დაიწყებენ.

ლაზარე კერვალიშვილი
XX საუკუნეებში გამოიკვეთა რამდენიმე ჰიპოთეზა მუსიკის წარმოშობის შესახებ.ინგლისელი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის . სპენდერის აზრით,მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე; ბუნებისმეტყველი . დარვინის შეხედულებებითნადირ-ფრინველის სასიყვერულოძახილისაგან, გერმანელი . ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლადპირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს მიიჩნევდა, გერმანელი ფსიქოლოგი დამუსიკათმცოდნე . შტუმპფიპირველყოფილი ადამიანის ბგერით სიგნალებს. ფრანგმამუსიკ
ის ისტორიკოსმა . კომბარიამ მუსიკის გაჩენა მაგიური შელოცვების რიტუალსდაუკავშირა. თანამედროვე მეცნიერება არქეოლოგიური და ეთნოგრაფიულიმასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივპროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულკომპლექსსხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის მეტყველებისადა ცეკვის ელემენტებს.
შუა საუკუნეებში მუსიკალური ცხოვრება ძირითადად ეკლესიებსა და მონასტრებშიმიმდინარეობდა. VI-VIIსს-ში ჩამოყალიბდა გრიგორიანული ქორალი - დიატონიკურკილოებზე აგებული მინოდიური მუსიკა. თანდათანობით გაჩნდა მრავალხმიანობა,რომელმაც შეავიწროვა მონოდიური მუსიკა. ჩამოყალიბდა ახალი ჟანრებიც.გავრცელდა საოჯახო მუზიციების ფორმები, განსაკუთრებით საკრავიერი დავოკალური. უმაღლეს მწვერვალს მიაღწეია საგუნდო მრავალხმიანობამ. XI საუკუნეშიგვიდო არეცოს გამოგონებულმა მუსიკალურმა დამწერლობამ შესაძლებელი გახადამუსიკალური ნაწარმოების ზუსტი ფიქსირება. შუა საუკუნეებში დაიწყო ნოტებისბეჭვდა, გაჩნდა მუსიკალური ჟურნალები. წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა ოპერა.შეიქმნა საოპერო თეატრები, ფოტეპიანო (1709. . კრისტოფორა, იტალია),კონსერვატორიები.

ალბერტ ხაჩატუროვი    
მუსიკა რომ არ ყოფილიყო, სამყარში მოწყენილობა, სევდა დაისადგურებდა და იგი ისეთი მრავალფეროვანი აღარ იქნებოდა, როგორიც ახლაა. თითოეულ ადამიანს ხომ თავისი საყვარელი მუსიკა ცხოვრებას ულამაზებს, დადარდიანებულს ნაღველს უქარვებს.
სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ადამიანამდე სხვადასხვა მუხტი მიაქვს. ზოგი ამშვიდებს, ზოგი ამხიარულებს, ზოგიც კი რაღაც მიძინებულს აღვიძებს შენში.




როგორ ვიგრძენი ყანჩელის მუსიკა
(ბავშვებმა წერეს ყანჩელის მელოდიების ქვეშ… ცოცხარლი შესრულებით როილასა და ვიოლინოზე)

საბა ლაზარაშვილი
ეს მუსიკა არის მოწყენილი და სევდიანი. მისი მოსმენისას გრძნობ სიცივეს მარტოობას და მონუსხულს გტოვებს. ისეთი განცდა გეუფლება თითქოს თოვლში მიაბიჯებ მარტოდ მარტო და ძალიან გცივა ირგვლივ კი გათბობის არანაირი საშუალება არ არის. მაგრამ ეს ყოველივე ბოლომდე არ შთანგთქავს სიცივე ბოლოს არ გიღებს არ გათეთრებს ცივ თეთრ თოვლიან საფარში არ იკარგები იგი ცოტაოდენ იმედს გიტოვებს რომ მიაღწევ მიზანს.

მოაღწია თუ არა მუსიკის ხმამ ჩემს ყურებამდე, მაშინვე ჩამეღვარა სხეულში რაღაც უცხო და ახალი რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჰაეროვანმა ტალღებმა ძალზედ ნასიამოვნები დამტოვა. ეს უცხო უცხო ბგერები ტვალწინ ძალზედ ნაცნობ ადგილებს მიშლიდა უმშვენიერესი მთა-ბარი, სურნელოვანი ყვავილებით გაძეძგილი ველ მინდვრები ამ მუსიკის მიერ უფრო და უფრო აკაშკაშებულ განათებული მზე. თავის მხრივ მუსიკაც ისროდა მზეზე არანაკლებ ავარვარებულ და გახურებულ სხივებს რომლებიც ღრუბლებს ფანტავდა და ცას , სულს, სხეულს წმენდდა.


ამ მელოდიის შემდეგ განცვიფრებული და გაოგნებული დავრჩი. ენით აუწერელ სიამოვნებასთან ერთდ მან ბევრი რამ მომაგონა და ბევრ რამესთან დამაკავშირა. ეს სწორედ ის იყო რამაც ყველაფერზე დამაფიქრა. გამახსენდა სცენაზე გამწკრივებული ულამაზეს ტანისამოსში გამოწყობილი ბალერინები რომლებიც ნაზად მაგრამ შეუპოვრად ცეკვავდნენ. ფიქრების კორიანტელში „შერეკილებიც“ კი მომაგონდა. გავაანალიზე როგორ კარგად აეწყობოდა ყოველივე ეს ვიოლინოზე და მხარს ზემოთ ხელები შემითამაშდა. ეს მე არ ვიყავი, მე არ ვუკრავდი მაგრამ მუსიკამ ხალხით გაძეძგილ დარბაზის შუაგულში გადამისროლა სადც მარტლაც რომ მე ვიყავი და მართლაც რომ ჩემი ხელები უკრავდნენ, ტავდავიწყებით უკრავდნენ.

ეს მუსიკა მახსენებს ფოთოლცვენას. მუსიკა სევდიანია მაგრამ ჩემს გრძნობებს აბობოქრებს. დედამიწას აყვავებს, ჩვენ გვახარებს და გვანებივრებს იმით რომ ასეთ კარაგდ მოწყობილ სამყაროში ვცხოვრობთ.

ამ სიმღერამ ჩემს გონებაში ერთი ლამაზი სურათი ააწყო. ჩიტების ჟღურტული, ნაზი სიოს მიერ ოდნავ მთრთოლვარე ბალახი, ზღვაში არეკლილი მზის სხივები რომლებიც ათბობდნენ დედამიწას. ყველაფერი კარგად იყო.

ეს მუსიკა მახსენებს შემოდგომას, ფოთოლცვენას. ცა მოქუფრულია მდინარეები კი ადიდებულნი. მუსიკის მსვლელობის დროს ყველაფერი კარგადაა ხოლო მის დასრულებასთან ერთად მიწაზე დაცვენილი ფოთლებიც კი ლპობას იწყებენ.

ამ მუსიკას როდესაც ვუსმენ ყველაფერი მავიწყდება. ასეთ მუსიკებს ძირითადად მაშინ ვუსმენ როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ რათა ამ სამყაროსგან გამომთიშოს.

ეს მუსიკა არის ნელი და სევდიანი. წარმოვიდგინე რომ უკაცრიელ კუნძულზე მარტოდ მარტო ვიჯექი და არაფერი მესმოდა ამ მუსიკის გარდა. მან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მიხაროდა თუ მწყინდა მაინც მსიამოვნებდა მისი მოსმენა.

ამ მუსიკამ ჩემს გულში მიძინებულ მივიწყებული რამეები გამახსენა. იგი ლამაზი და სევდიანია რომელიც თვალებს გიცრემლიანებს.

ამ სიმღერამ გამახსენა ფოთოლი რომელიც ნაზად ეცემა წყლის ზედაპრიზე. მორჩილად მიჰყვება დინებას რომელიც მას ნაპირთან უდარდელად მიიყვანს და გადაარჩენს.



ამ მუსიკამ შემოდგომა მომაგონა. ყვითელ წითელი ფოთლები. მინდოდა სიმღერა არ დასრულებულიყო. მაგრამ ის დამთავრდა დამთავრდა და წავიდა ისევე როგორც შემოდგომა. 


Комментариев нет:

Отправить комментарий