среда, 4 декабря 2013 г.

ყვითელი ფოთლები




შემოდგომის მოგონება
ნინო რამიშვილი
ცივი ქარი  ჩემთან მოჟუჟუნდა. სექტმბრის შუა რიცვები იყო, ბედნიერი ვიქნებოდი იმ ტყეში, რომ არა ის სევდიანი ფიქრები, რომლებიც თავში მიტრიალებდა... ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ თემებზე ვფიქრობდი.
     როცა სახლში წამოვედი, ერთი დამჭკნარი ფოთოლი წამომყვა შინ. ვუვლიდი, ზღაპრებს ვუკითხავდი და ცოტა ხანში ფოთოლი გამწვანდა, ისეღივე გახდა, როგორიც ალბათ ადრე იყო.
თურმე ყველა ცოცხალ არსებას მხოლოდ მარტოობა აჭკნობს.


ფოთლები
თიკა კურტანიძე
 დადგა შემოდგომა და აი, ჩემი სიკვდილის დროც მოახლოვდა. მე კიდევ ხეზე ვკიდივარ, ჩემს დაბლა საშინელება ხდება, ბრძოლის ველი სულ დასისხლიანებულ დაცრემლიანებულია.  ჩვენ ძალიან უმწეოები ვართ,  ყოველ დღე ღმერთს  ვევედრებით, სიცოცრლე გაგვიხანგრძლივოს და ალბათ ამიტომაც მიდგას სული.
      ყველა ადამიანს მოსწომს მოწითალო, მომწვანო და მოყავისფრო ფოთლებიანი ველი,  არა და, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, თითქოს მსოფლიო ომი იყო. მე ვფიქრობ, ღმერთმა ჩვენ, ფოთლებს, ფერის შეცვლის უნარი მოგვცა; მოგვმადლა ამ სიცივეში გარემოს გალამაზების ძალა, მაგრამ ეს ჩემს მეგობარ ფოთლებს არ ჰყოფნით, ვერ კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ, ამბობებ: ჩვენ საბრალო ფოთლები ვართ, ხან ვინ ჩამოგვწყვეტს, ხან ვინ დაგვადგამს ფეხსო. მე კი ამ არგუმენტს არ ვეთანხმები, მადლობას ვწირავ ყოველ დღე ღმერთს იმისთვის, რაც კი მომცა.

მე პარკში ვცხოვრობ... ერთხელ ერთი გოგო მონავარდობდა წიგნით ხელში, ქარისგან აფორიაქებულ ფოთლებს ახტებოდა და თამაშობდა, თან ხმამაღლა კითხულობდა ილია ჭავჭავაძის „ლოცვას“. მე ძალიან მომეწონა და მაშინვე ზეპირად ვისწავლე. ყოველ დღე უფალს ვევედრები ფეხები მაინც მოეცა რომ „მუხლმოდრეკილმა და ლმობიერმა“  შევწირო მადლობა ყველაფრისათვის.



მარიამ ქარდავაშემოდგომაზე ხეებს ფოთლები ცვივა და ხეები თანდათან შიშვლდება. ჩემი სახლის წინ მყოფი ხე უკვე გაშიშვლდა.
მას უკვე სციოდა. ბაავშვებმა გადავწყვიტეთ, ეს ხე მოგვერთო და ყველა წერილებს ვწერდით და ხეზე ვკიდებდით. ხეს გულში უხაროდა. ბავშვებსაც უხაროდათ..  ცოტა ხანში ეს ამბავი თოვლმაც გაიგო და ლამაზ-ლამაზი ფანტელები ჩამოუშვა. ბავშვები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ...  ასე დამთავრდა შემოდგომა და დაიწყო ზამთარი
.



ტატო მურვანიძე

საერთოდ, ძალიან მიყვარს შემოდგომა. შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა.
ერთ დღეს მე მოვუსმინე გია ყანჩელის მუსიკას ფოთლებზე და წარმოვიდგინე, რომ შემოდგომა იყო და მე სახლში ვიყავი. მივედი ფანჯარასთან და გავიხედე. დავინახე ულამაზესი სანახაობა, ასეთი ლამაზი შემოდგომა ჯერ არ მინახავს. არემარე ფოთლებით ისე დაფარული, თითქოს ყვითელი თოვლი ეფინა მიწაზე. ყველა სადღაც მიიჩქაროდა:  სახლში, სამსახურში და .. ბავშვები თამაშობდნენ და დიდი ინტერესით უყურებდნენ, თუ საით წაიღებდა ქარი ფოთლებს და დაბრუნებდა უკან თუ არა. რაოდენ საოცარც არ უნდა იყოს, ეზოში ერთი-ორი ვარდი შემორჩენილიყო, ძალიან  მოწყენილები ჩანდნენ, რადგან თრთვილი მოსდებოდა. ირგვლივ კი შემოდგომის სუსხიანი ქარი დაქროდა და ურევდა ერთმანეთში წითლ-ყვითელ ფერებს და ყველაფერი, თვით მოწყენილი ვარდებიც კი ძალიან ლამაზი იყო...
ამის შემდეგ, როცა  შემოდგომა მომენატრება, გია ყანჩელის უმშვენიერეს ნაწარმოებს მოვუსმენ და ვიფიქრებ შემოდგომაზე, დავინახავ შემოდგომას, ვიგრძნობ შემოდგომას...



ლაზრე კერვალიშვილი

დადგა შემოდგომა. ხალხს ძალიან გაუხარდა შემოდგომის მოსვლა. ისინი გადიოდნენ გარეთ და უსმენდნენ ფოთლების შრიალს. მათ უნდოდათ, რომ ყოველთვის ყოფილიყო ასეთი სილამაზე, ეს ფერადი ფოთლები და არაჩვეულებრივი შემოდგომის სურნელი. მე ძალიან მიყვარს შემოდგომა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყურებ, როგორ იცვლის ბუნება სხვადასხვა ნაირნაირ ფერებს.














среда, 27 ноября 2013 г.

გამოკითხვის შედეგების დამუშავება

მოსწავლეები ისმენენ ყანჩელის მუსიკას და წერენ შემოდგომის თემაზე სასურველი სათაურისა და ფორმის შერჩევით..








понедельник, 25 ноября 2013 г.

აქტივობები

1. პროექტის დაგეგმვა.
ა) პროექტის დაგეგმვა პედაოგებთან ერთად.
ბ) პროექტის გაცნობა მოსწავლეთათავის:
გამოწვევა: როგორ მოქმედებს ხელოვნება ადამიანზე?
რა გავლენა აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაზე?
მცირე დისკუსია... საუბარი.. გავიხსენოთ ,,იავნანამ რა ჰქმნა''...
საშინაო დავალება: მუსიკის ძალა   ან       მუსიკის გავლენა....

2. განსახორციელებელი აქტივობების შერჩევა... მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და შესაბამისი ამოცანების განაწილება.
3. გამოკითხვა:
  ა) უსმენთ თუ არა კლასიკურ მუსიკას?
  ბ) იცნობთ თუ არა გია ყანჩელის შემოქმედებას?
  გ) ქართულ მუსიკას უფრო ხშირად უსმენთ, თუ უცხოურს?
4. ,,მუსიკა და წყალი'' - ვიდეოს ჩვენება და შთაბეჭდილება.
5. გია ყანჩელი - ინდივიდუალურად კომპიუტერებთან ინფორმაციის მოძიება; გუნდური მუშაობა -  პრეზენრაციისა და კედლის გაზეთის შექმნა.
6. ჩვენ ვუსმენთ გია ყანჩელს
ა) ცოცხალი შესრულბით უსმენენ გია ყანჩელის მუსიკს (როიალსა და ვიოლინოზე) და წერენ შთაბეჭდილებებს ან რას გვაიმბობს ყანჩელის მუსიკა...
ს) ბაშვებს მოაქვთ ლექსები, რომლებიც მათი აზრით შეეფერება ყანჩელის მუსიკას - განწყობილებით, შინაარსით და სხვა...
7. დასკვნითი ღონისძიება

დასკვნითი ღონისძიება

პირველ რიგში, გენიალურ კომპოზიტორს, გია ყანჩელს,
შემდეგ ჩვენს სკოლას, ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს, სრულიად საქარველოს ვულოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! შეგეწიოთ და
გფარავდეთ წმინდა გიორგი!!

!

გია ყანჩელის საღამო
(საღამო ჩატარდა N43 სკოლის მე-6 სკლასის პროექტის (,,მუსიკის გავლენა'') ფარგლებში
პედაგოგები:
მუსიკა - ლია იმედაძე;
ქართული -
ნინო ნასყიდაშვილი
და მთავარი მოქმედი გმირი - სალომე ლომიძე (ვიოლინო).